Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი: არა მგონია, სწორი იყოს პოლიტიკური დიალოგის გადაბმა საარჩევნო რეფორმის დოკუმენტთან


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პოლიტიკური დიალოგის გადაბმა უშუალოდ საარჩევნო რეფორმის კარგი დოკუმენტის მიღების საკითხთან არ არის სწორი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ დოკუმენტზე შეთანხმება პარლამენტს გარეთაც შეიძლება:

„შეიძლება დიალოგი ვერ შედგეს პოლიტიკურ ნაწილზე, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ შემდეგი არჩევნები იყოს ბევრად უფრო გამჭვირვალე, ბევრად უფრო სამართლიანი. პარლამენტის თუნდაც გარეთ მოვახდინოთ შეთანხმება ამ დოკუმენტზე, რომელიც იქნება კონსენსუსის საგანი. არჩევნებს ეხება არჩევნებში ხომ ყველა ვმონაწილეობთ. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უთქვამს, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ხომ არ გააუქმებენ არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივას პოლიტიკური პარტიები. როდესღაც ხომ მიიღებენ მონაწილეობას. ეხლა არა, 2024 ში, ან ვადამდელში. როცა არ უნდა დაინიშნოს. ხომ არ შეწყდება პოლიტიკური პროცესი და არჩევნების ჩატარების გამჭვირვალობა თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იქნა ძალიან სწორი კრიტერიუმებით ჩატარებული, სადაც კითხვის ნიშნები აღარ იქნება გაყალბდა თუ არა არჩევნები, მაშინ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს შეიძლება ჩავაქროთ, ამხელა ძალისხმევის მიუხედავად, ისევ აინთება ეს ცეცხლი პირველივე არჩევნების დროს“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან იოსელიანმა.

„მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე იანვრის ბოლოს შეთანხმდნენ. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG