Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძის თქმით, ახალგაზრდების ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელებენ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო იმსჯლებს მიეცემათ თუ არა 65 წელზე ახალგაზარდა ასაკის ადამიანებს სურვილის შემთხვევაში, ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა. ამის შესახებ, მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპუხად განაცხად.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დადგება და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები და სამედიცინო პერსონალი იაქტიურებს. მაგრამ, მისი განმარტებით, სირცხვილი იქნება, თუ საქართველო ვერ აითვისეს, ლიმიტირებული ვაქცინის დოზებსაც კი.

„დავაკვირდებით რამდენიმე დღე... ძალიან სერიოზული მოთხოვნაა თქვენი ასაკის, ახალგაზრდა ადამიანებისგან აცრებზე. ამიტომ მერე საბჭო იმსჯელებს ასაკის გაფართებაზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ ამ ტემპით მიმდინარე ვაქცინაციის პირობებში „სირცხვილი იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის, რომ ეს ლიმიტირებული დოზები, ერთ-ერთ პირველს მიგვცა COVAX -ის პლატფორმამ საქართველოს და ჩვენ ჩვენი ინერტულობით მას ვერ ვითვისებთ“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილში უნდა დაიწყოს.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია 4048. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG