Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „მენტალურ ომს“ აწარმოებს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ციმბირში დასვენების დროს. 2021 წლის 21 მარტი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ციმბირში დასვენების დროს. 2021 წლის 21 მარტი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მრჩეველმა, ანდრეი ილნიცკიმ, განაცხადა, რომ დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს "მენტალურ ომს“.

ილნიცკის თქმით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას თავს არიდებენ მისი ბირთვული იარაღის და თანამედროვე არმიის გამო. ინტერიუ მასთან ჩაწერა ჟურნალმა „არსენალ ოტეჩესტვამ“.

ილნიცკი გამორიცხავს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტს მომავალ ათ წელიწადში. „ამ ყველაფერს ომის ახალი ტიპისკენ მივყავართ, თქვა მან. „თუ კლასიკური ომების დროს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება იყო მიზანი, ხოლო თანამედროვე დაპირისპირების დროს მტრის ინფრასტრუქტურაა სამიზნე, ახალი ომების დროს მიზანს წარმოადგენს თვითშეგნების მოსპობა, მოწინააღმდეგის საზოგადოების მენტალური, ცივილიზებული საფუძვლის შეცვლა. ომის ასეთ ტიპს მენტალურს ვუწოდებდი, აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, რომელიც აზუსტებს, რომ ამგვარ ომის შედეგები დაუყოვნებლივ არ ჩნდება, ის მინიმუმ ერთი თაობის შემდეგ გამოვლინდება - როცა რამის გაკეთება უკვე შეუძლებელი იქნება. „მენტალური ომის“ საპირისპირო ქმედებად მინისტრის თანაშემწემ დაასახელა „ინტერნეტის სუვერენიზაცია“, საინფორმაციო წინააღმდეგობისთვის კადრების მომზადება სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში, ახალგაზრდების მიმართ პოლიტიკის გადახედვა და „კონსერვატორულ უმრავლესობასთან“ აქტიური და ფართო დიალოგი.

თებერვლის ბოლოს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომ საერთაშორისო დონეზე ცდილობენ რუსეთის „საგარეო კონტროლის ქვეშ აყვანას,“ რათა ამ ქვეყანაში „შინაგანი არასტაბილურობა გამოიწვიონ“ და ასე შეაჩერონ მისი განვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG