Accessibility links

site logo site logo

პესკოვმა გამოაცხადა, რომ პუტინი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავს კარგად გრძნობს აცრის შემდეგ, თანმდევი ეფექტები არ გამოვლენილა, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

„პრეზიდენტს არ გამოვლენია რაიმე თანმდევი ეფექტი, ის თავს კარგად გრძნობს აცრის შემდეგ“, უთხრა პესკოვმა რეპორტიორებს 25 მარტს, როცა მას აცრის შემდეგ პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს.

ადრე გავრცელებული ცნობით, პუტინი 23 მარტს აცრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG