Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-ით აცრის კითხვარს ფილერის გამოყენების თაობაზე საკითხი დაემატება


მსუბუქი გართულებები კოვიდის საწინააღმდეგოდ მოქმედ ყველა ვაქცინას ახასიათებს, ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე და ის შესაძლო გართულებები ჩამოთვალა, რომელიც იმუნიაციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს.

„ეს არის ტემპერატურა 38,5 გრადუსამდე, შეიძლება იყოს იშვიათად 40 გრადუსამდეც, ასევე სახსრების ტკივილი კუნთების ტკივილი, ინექციის ადგილზე სიწითლე, ჰიპერემია და ტკივილი, ერთი ან ორი დღის განმავლობაში საერთო სისუსტე და დაღლილობის შეგრძენა. ეს აღინუსხება 40- დან 60 პროცენტ შემთხვეში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მის განმარტებით, სხვადასხვა გვერდითი მოვლენების თავიდან არიდების მიზნით არსებობს კითხვარი, რომელიც 10-ზე მეტი კითხვისგან შედგება და რომელზე გაცემული პასუხების მიხედვით იღებს ექიმი გადაწყვეტილებას, იმუნიზაციამზე პაციენტს ესაჭიროება დამატებით გამოკვლევა თუ არა.

Pfizer-ით ვაქცინაციის კითხვარს, ამირან გამყრელიძის თქმით, დაემატა ერთი კითხვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის (CDC)-ის სახელმძღვანელო დოკუმენტშია მითითებული.

„პფაიზერს დაემატა ერთ-ერთ კითხვა, ეს ბოლოს დაემატა CDC-ის გაიდლაინში და კითხვარში, პფაიზერს ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური და ანაფილაქსიური გართულებები, იმ ადამიანებში ვინც ხშირად ხმარობს ფილერებს, როდესაც შეჰყავთ ჰიარულონი და სხვადასხვა ნივთერებები. ეს დაემატა კითხვარს, ვინაიდან ვისაც ფილერები ხშირად აქვს ნახმარი პფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მერე მკურნალობას, ამიტომ, ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფილერი, ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას და გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად.

საქართველოში წუხელ ჩამოვიდა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 29 500 დოზა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია.

ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულია 26-მდე მრავალპროფილიანი კლინიკა. აცრის შემდეგ დაყოვნების და დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა.

25 მარტიდან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია 4048. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

XS
SM
MD
LG