Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ასათიანი „რუსთავი 2“-ს ტოვებს


„რუსთავი 2“-იდან მიდის ტელეწამყვანი მაია ასათიანი. „ფეისბუკის“ გვერდზე დაიდო ტოკშოუს „პროფილის“ ანონსი, რომელშიც ასათიანი იუწყება, რომ დღეს ამ არხზე ბოლო გადაცემა ექნება.

„დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, - ამბობს მაია ასათიანი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა.

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2" და „პრაიმ ტაიმი" ერთიანდებიან. ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG