Accessibility links

site logo site logo

ავსტრიამ რუსეთს გადასცა კულტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი


ავსტრიამ რუსეთს გადასცა ბორის მაზო, რუსეთის კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც რუსეთის პროკურატურის მიერ ბრალადებულია ერმიტაჟის კომპლექსის მშენებლობის დროს 450 მილიონი რუბლის გაფლანგვის საქმეში.

ბორის მაზო 2019 წელს ავსტრიაში დააკავეს ესპანეთის სასამართლოს ორდერის საფუძველზე, მაგრამ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
მაგრამ ერთი თვის წინ რუსეთის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი ავსტრიაში კვლავ დააკავეს. მასზე ძებნა ერთდოულად რუსეთსაც ჰქონდა გამოცხადებული და ესპანეთსაც, რომელსაც მაზოს ექსტრდიციაზე უარი ეთქვა.
ბორის მაზო ესპანეთში ეჭმიტანილია ფულის გარეცხვაში, კერძოდ 4 მილიონი ევროს ღირებულების კერძო სახლის შეძენაში ქალაქ მარბელში. ესპანეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ სახლის შესაძენი თანხა რუსეთის მოქალაქეს უკანონო გზით უნდა ჰქონდა მიღებული.

თავად ბორის მაზი მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება მიზნად ისახავდა კულტურის ყოფილი მინისტრის ვლადიმირ მედინსკის დისკრედიტაციას, რათა იგი ხელახლა აღარ დაენიშნათ მინისტრუს პოსტზე.

სისხლის სამართლის ამავე საქმეში ფიგურირებს რუსეთის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი პირუმოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG