Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი მაია სანდუს კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე


იგორ გროსუს
იგორ გროსუს

მოლდოვის პარლამენტმა, სადაც კვლავ სოციალ-დემოკრატები დომინირებენ, მეორედაც არ დაუჭირა მხარი ქვეყნის პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ იგორ გროსუს, რაც აახლოებს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შანსს.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, 25 მარტს დანიშნული კენჭისყრის წინ პარლამენტში ვერ შეიკრიბა ქვორუმი მას შემდეგ, რაც პარლამენტის დარბაზი დატოვეს სოციალისტებმა და ბლოკმა მოლდოვისთვის.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე პარლამენტის მიერ მეორედ უარის თქმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს უფლება 45 დღის განმავლობაში დაითხოვს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მანამდე 11 თებერვალს მოლდაველმა პარლამენტარებმა მხარი არ დაუჭირეს მაია სანდუს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ნატალია გავრილიტას. ამის შედეგ პრეზიდენტმა პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის (PAS) პარტიის ლიდერის, იგორ გროსუს კანდიდატურა შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს. თავად მოლდოვის საპარლამენტო უმრავლესობა, მოსკოვთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციალისტური პარტია ითხოვდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის, რუსეთში მოლდოვის ელჩის, ვლადიმირ გოლოვატიუკის, დანიშვნას.

მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო იგორ გროსუს კანიდატურის დაყენება კენჭისყრაზე, რაც 25 მარტს წარუმატებლად დასრულდა.

მაია სანდუ პრეზიდენტად არჩევის წინ და შემდეგაც აცხადებდა, რომ მხარს დაუჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ახალი საარჩევნო კოდექსით, რათა 101 ადგილიან პარლამენტში არსებობა შეწყვიტოს ამჟამად მოქმედმა უმრავლესობამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG