Accessibility links

site logo site logo

შსს: კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 2 პირი დავაკავეთ


25 მარტს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლის კაცის მკვლელობასა და ორი პირის დაჭრაში ბრალდებული ორი პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ. დაკავებულები 1980 და 1965 წელს დაბადებული პირები არიან, რომლებსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელით.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ.-მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, დაჭრილებს სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG