Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს თბილისის გრან სლემის პირველი დღის ფინალურ ბლოკში


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე, ძიუდოისტებმა პირველი დღეს წინასწარი ეტაპის შეხვედრები მოილიეს და საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას.

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), თემურ ნოზაძე (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფინალში გავიდნენ. ბაგრატ ნინიაშვილსა (66 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანს (52 კგ) კი ბრინჯაოს მედალს აშორებთ თითო გამარჯვება - ორივე რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.

ლიპარტელიანი გადამწყვეტ ბრძოლაში კოსოვოელ ნორა გიაკოვას დაეჭიდება. ნოზაძე - უზბეკ კემრან ნურილაევს შეხვდება, მარგველაშვილი - ასევე უზბეკ სარდორ ნურილაევს, ნინიაშვილი - მონღოლ ხერლან განბოლდს, ხოლო ლევიცკა-შუკვანი - უნგრელ რეკა პაპს. ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება.

თბილისის გრან სლემი 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და სამი დღის განმავლობაში, მამაკაცთა და ქალთა შორის, მედლების შვიდ-შვიდი კომპლექტი გათამაშდება. ამასთან, სპორტსმენები, შედეგების მიხედვით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებსაც მიიღებენ. შეჯიბრებაში მსოფლიოს ოთხმოცი ქვეყნის ხუთასამდე ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები კი გრან სლემზე ოცდათორმეტკაციანი შემადგენლობით გამოდის.

XS
SM
MD
LG