Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი მიიწვია კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 26 მარტს დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ მან რუსეთის და ჩინეთის ლიდერები მიიწვია კლიმატის სამიტზე.

კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი სამიტი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის მეთაური, სი ძინპინი მიიწვია ბაიდენმა, აშშ-ის თავმჯდომარებით გაიმართება აპრილში.

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინთან და სისთან არ ულაპარაკია, მაგრამ მათ იციან, „რომ მოწვეული არიან“, თქვა ბაიდენმა, იტყობინება როიტერსის სააგენტო. სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო და მას 40 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG