Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ოფისთან 5 აქტივისტი დააკავეს


„ქართული ოცნების“ ოფისთან - სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - დააკავეს 5 აქტივისტი, რომლებიც საპროტესტო აქციას აწყობდნენ.

აქტივისტებს აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერი - „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“. ისინი ცდილობდნენ სტიკერების გაკვრას.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადგილზე რჩება პოლიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG