Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ დემონსტრაციებში მონაწილეობისგან


ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა მინსკში დაპატიმრებები განახორციელეს ოპოზიციის მიერ შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ. ამის შესახებ თვითმხილველები იტყობინებიან. ადრე იუწყებოდნენ, რომ შაბათს, დღის პირველ ნახევარში მინსკში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ეს ინფორმაცია ინტერფაქსს დაუდასტურა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.

ბელარუსის ოპოზიციამ წინასწარ გამოაცხადა, რომ 27 მარტს გამართავს აქციას, რომელიც წელს ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა პირველი მასობრივი საპროტესტო ღონისძიება უნდა იყოს.

ამასობაში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შაბათის არასანქცირებულ აქციებზე დაკავებული ყველა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.

უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე Telegram-ის არხებზე მოწოდებებისთვის, მონაწილეობა მიიღონ 27 მარტის არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG