Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გუნდის მოწოდებას, მხარი დაუჭირონ მომავალ მიტინგს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა


რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის მოწოდებას, შეუერთდნენ მომავალ მიტინგს მის მხარდასაჭერად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღევანდელი მონაცემებით, 300 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული სპეციალურ საიტზე კამპანიისა „თავისუფლება ნავალნის“. ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნით ეს საიტი 23 მარტს გაიხსნა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს, როცა ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იანვრის შუა რიცხვებამდე გადიოდა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს. 2020 წლის აგვისტოში ნავალნი გერმანიაში ჩაიყვანეს „მძიმე მოწამვლის“ დიაგნოზით. დამოუკიდებელ ექსპერტთა თანახმად, ის საბრძოლო ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. რუსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს, გამოძიება დაიწყოს მოწამვლასთან დაკავშირებით. ნავალნი მისი მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG