Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ქომაგები ღამის 01:00 საათამდე შეძლებენ გადაადგილებას


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა, ვისაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვს ნაყიდი, გადაადგილების ნებართვით სარგებლობას შეძლებს ღამის 01:00 საათამდე, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, კომენდანტის სააათის პირობებში დაწესებული შეზღუდვის დროს, შინ დაბრუნება შეძლონ.

მეტრო და ავტობუსი სწორედ ამ დრომდე იმუშავებს.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს მაყურებლების მხოლოდ 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.

28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩიც, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს უარი განაცხადა ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით მოხსნაზე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით. თვეების წინ კი უარი მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმაც, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა.

XS
SM
MD
LG