Accessibility links

site logo site logo

12 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსებმა დაგმეს ბირმაში (მიანმარი) სამხედროთა მოქმედებები


12 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსებმა - მათ შორის არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია - დაგმეს ბირმაში (მიანმარი) სამხედროთა მოქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ. 27 მარტს, შეიარაღებული ძალების დღეს, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოსული სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ. შეტაკებებში მინიმუმ 100 ადამიანი დაიღუპა.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშულია, რომ სამხედროებმა უნდა დაიცვან და არა ზიანი მიაყენონ ხალხს, რომელსაც ემსახურებიან. გენშტაბების უფროსებმა ბირმის სამხედროებს მოუწოდეს, შეწყვიტონ ძალადობა და მოქალაქეთა მხრიდან ნდობის აღდგენისთვის იზრუნონ.

ბირმაში 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა და ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში. მათ დააპატიმრეს ნოემბრის საპარლამენტო არ არჩევნებში გამარჯვებული „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სამხედროები სუ ჩის პარტიას მასშტაბურ გაყალბებაში სდებენ ბრალს. მათ დაითხოვეს საარჩევნო კომისიის ძველი შემადგენლობა და ერთი წლის შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარებას აპირებენ. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ხუნტის წინააღმდეგ. გადატრიალების შემდეგ ბირმაში 400-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული სამხედროებთან შეტაკებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG