Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა თბილისის გრან სლემზე


გელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი

ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირი - გრან სლემი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა, +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ჩემპიონ გელა ზაალიშვილის პატივსაცემად. სწორედ მძიმე წონითი კატეგორიის ფინალის შემდეგ შეივსო შეჯიბრების საპრიზო სამეულები სრულად. მამაკაცებსა და ქალებში სულ მედლების შვიდ-შვიდი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, ოთხმოცი ქვეყნის ნაკრებს შორის.

ზაალიშვილის გარდა, ჩამპიონი გახდა თემურ ნოზაძე (60 კგ). ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კვ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) - ბრინჯაოები. ჩემპიონ-პრიზიორებმა მედლებთან ერთად ათასი, შვიდასი და ხუთასი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG