Accessibility links

site logo site logo

ვლადიმირ პუტინი კვლავაც არ აცხადებს, რა პრეპარატით აიცრა COVID-19-ის წინააღმდეგ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც არ აცხადებს, რა პრეპარატით აიცრა COVID-19-ის წინააღმდეგ. ტელეარხ „როსია 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს მხოლოდ მისმა მკურნალმა ექიმმა იცის.

ამასთან, პუტინის აზრით, რუსული წარმოების სამივე ვაქცინა „დაახლოებით ერთნაირი ხარისხისაა“ და ისინი მსოფლიოში საუკეთესოებია.

შეკითხვაზე, რატომ არ აიცრა საჯაროდ, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების მრავალმა ლიდერმა გააკეთა, პუტინმა თქვა: „განა თქვენ და მე უნდა ვიმაიმუნოთ?“. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაქცინაციის ფალსიფიკაცია ყველა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, შეიძლებოდა ეთერში ეჩვენებინათ ნემსი, სხეულში კი შეეყვანათ „ფიზიოლოგიური ხსნარი, კეფირი, ფორთოხლის წვენი ან უბრალოდ ვიტამინები.“

ის, რომ პუტინი კორონავისუსის წინააღმდეგ აიცრა, 23 მარტს გახდა ცნობილი. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ დაასახელა, რომელი ვაქცინით აიცრა ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG