სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური ტვირთმზიდი Ever Given-ი მეჩეჩიდან მოხსნეს. სამაშველო სამსახურების მესამე მცდელობაც რომ წარუმატებელი ყოფილიყო, იგეგმებოდა გემის ტვირთისგან დაცლა, რათა მისი საერთო წონა - 220 ათასი ტონა შეემცირებინათ. ტვირთმზიდი მეჩეჩიდან დღეს დილით მოხსნეს დამატებითი ბუქსირების გამოყენებით.
400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის Ever Given-ი, რომელიც პანამის დროშით დაცურავს, ეგვიპტის სანაპიროსთან, მეჩეჩზე 23 მარტს დაჯდა წინასწარი შეფასებით, უამინდობის გამო და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სუეცის არხით ნაოსნობა მთლიანად შეაჩერა. გემი იაპონურ ფირმას Shoei Kisen Kaisha-ს ეკუთვნის.
ამჟამად სუეცის არხთან 450-ზე მეტი გემი იმყოფება. როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას, ჯერჯერობით უცნობია. არხის უმოქმედობის გამო, მსოფლიო ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება დაახლოებით 9 მილიარდი დოლარით.
დაწერეთ კომენტარი