Accessibility links

site logo site logo

COVID-19: ინგლისში ლოკდაუნს ამსუბუქებენ, გერმანიაში კი მერკელი მკაცრი ზომების დაცვას ითხოვს


29 მარტს ინგლისში ლოკდაუნის შემსუბუქების მეორე ფაზა იწყება, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სიფრთხილის მოწოდებით გამოვიდა და მაგალითად მოიყვანა ევროპის სხვა ნაწილებში შექმნილი ვითარება და საფრთხე, რომელსაც ვირუსის ახალი ვარიანტები ქმნის.

ინგლისში ხალხი აღარ იქნება ვალდებული, სახლებში დარჩეს. დაიშვება გარეთ ექვსამდე ადამიანის ან ორი ოჯახის წევრთა შეკრება. ახალი წესები ასევე საშუალებას მისცემს მოყვარულ სპორტსმენებს, ღია ცის ქვეშ განაახლონ გუნდური სპორტული ღონისძიებები, ასევე ღონისძიებები ჩოგბურთში, გოლფში, კალათბურთსა და ცურვაში.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 28 მარტს ტელევიზიით გამოსვლისას გერმანიის მხარეებს მოუწოდა, გააძლიერონ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი ზომები. მან უკმაყოფილება გამოხატა, რომ ზოგიერთმა მხარემ გადაწყვიტა, არ შეაჩეროს ლოკდაუნის ეტაპობრივი შესუსტება, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება, რაც მეტი გადამდები შტამითაა გამოწვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG