Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობის დაწვას შურისძიებას უკავშირებენ


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დაიწვა სამაცივრე მეურნეობა. თითქმის მთლიანად განადგურებულია ხილის შესანახი საწყობები.

სამაცივრე მეურნეობა ეკუთვნის მალხაზ ბადუაშვილს, რომლის ავტომობილი 25 მარტს, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, თავად ბადუაშვილი და კიდევ ორი მამაკაცი კი დაიჭრნენ.

მკვლელობისა და სამი პირი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ დააკავა ჩუმლაყში მცხოვრები ორი პირი, რომლებიც ბიძაშვილები არიან. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

ბრალდებულების ბიძაშვილი 12 წლის წინ მოკლეს. მალხაზ ბადუაშვილი ამ საქმეზე იყო მსჯავრდებული. ჩუმლაყელების ვერსიით, 25 მარტის შემთხვევა და სამაცივრე მეურნეობის დაწვა, შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.

სოფელ ჩუმლაყში ხანძრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით. სამართალდამცავები ჯერჯერობით არცერთ ვერსიაზე საჯაროდ არ საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG