Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: კაშხლის მშენებლობა შეჩერდება 9-12 თვით; აჟიოტაჟი გაუგებარია


ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლისთვისაც ჰესის გარშემო შემნილი „აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია“.

„კომპანია დავითანხმეთ, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, მათ შორის, ჩვენი ექსპერტების, უცხოელი სპეციალისტების მოწვევით. ასევე შემოწმდება კიდევ ერთხელ გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი“, - ამბობს ღარიბაშვილი და განაგრძობს: „ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი, ქართველი მეცნიერების მიერ არის დამუშავებული - 30-40 წლის წინ - და დაწყებული მუშაობა ნამახვანჰესზე“.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტში გამოკვეთილია საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის ნიშნები:

„მინდა გავმიჯნო ამ პროტესტში გულწრფელად ჩართული მოსახლეობა და ანგაჟირებული პოლიტიკურად, თუ უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო“, - ამბობს ღარიბაშვილი და ამატებს: „საუბარი იყო ასევე რამდენიმე წლით ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე, ეს არის მიღებული პრაქტიკა, ყველგან, მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ეს რაღაც გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და, შესაბამისად, მისი იმპორტიც. ამიტომ, მისივე თქმით, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე, საშუალო და მიკროჰესების მშენებლობა“.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG