Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აფხაზეთი საქართველოა" - გოგო, რომელმაც ეს TitTok-ზე თქვა, აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა


ალიონა თანია დაკითხვაზე
ალიონა თანია დაკითხვაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში გამოქვეყნებული ვიდეოს ამბავს, სადაც 19 წლის ალიონა თანია ამბობს ფრაზას: “აფხაზეთი საქართველოა.”

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამართალმცველებმა ამ ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ “აღშფოთებული მოქალაქეებისგან” არაერთი მიმართვა მიიღეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, გასაუბრებოდნენ ვიდეოს ავტორს და მის მშობლებს, მოგვიანებით კი გაავრცელეს ვიდეო სახელით " აფხაზეთი საქართველო არ არის", სადაც ასახულია ახალგაზრდა ქალის და მისი მშობლების დაკითხვა პოლიციაში.

ვიდეო, რომელშიც აფხაზი გოგო ამბობს დე ფაქტო რეჟიმისთვის მიუღებელ ფრაზას, ტიკ-ტოკზე წაშლილია, თავად თანიამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვიდეო მან სხვების თხოვნის გამო ატვირთა სოციალურ ქსელში, თუმცა მომხდარის გამო წუხს. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუთუბის ოფიციალურ არხზე 29 მარტს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ე.წ. პოლიციაში დაბარებული გოგო და მისი მშობლები.

“არ მეგონა არც ვიცოდი, რომ ჩვენი ქალიშვილი ასეთ რამეს გააკეთებდა, მე ომი გამოვიარე” - ამბობს ამ ვიდეოში გოგოს მამა თენგიზ თანია .

"მე ყველას ბოდიშს ვუხდი" - ამბობს თავად ალიონა თანია.

"ბოდიშით ეს ამბავი არ დამთავრდება, ვიდეოში მონაწილე ყველა პირს დავიბარებთ გამოკითხვაზე" - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პოლიციის ამ პოზიციით სრულდება ვიდეო. თანიას მიერ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მის გარდა კიდევ ორი გოგო ჩანდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს სჯიან საქართველოსადმი მხარდააჭერისთვის.

2020 წლის 8 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ირაკლი ბებუას. რომელმაც 2020 წლის 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, სცადა დაეწვა ე.წ აფხაზეთის დროშა და დე ფაქტო სიმბოლოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG