Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა დაამტკიცა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის სადავო შესწორება


ჩინეთმა საბოლოოდ დაამტკიცა ქალაქ ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ნახევრად ავტონომიურ ქალაქზე პეკინის კონტროლს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის 30 მარტის ცნობით, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - სრულიად ჩინეთის სახალხო კონგრესის მუდმივმა კომიტეტმა- ერთხმად დაამტკიცა ჰონგ-კონგის ძირითადი კანონის ცვლილება, რომელსაც მოგვიანებით ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა მოაწერა ხელი.

ჰონგ-კონგის ძირითადი კანონი, მინიკონსტიტუცია, მას განსაკუთრებულ თავისუფლებას ანიჭებდა ჩინეთის შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც 1997 წელს ყოფილმა კოლონიურმა სახელმწიფომ, ბრიტანეთმა, აღნიშნული ტერიტორია ჩინეთს გადასცა.

პეკინის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება კი ჩინეთის მომხრე აღმასრულებელ კომიტეტს უფლებას აძლევს შეამოწმოს ჰონგ-კონგის პარლამენტის ყველა კანდიდატი და თავად აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოს ბევრი წარმომადგენელი.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ აღნიშნული რეფორმა მოასწავეს ჰონგ-კონგის დემოკრატიის დასასრულს, ვინაიდან შესწორების შედეგად ნახევრად ავტონომიურ ქალაქში აღარ იარსებებს ოპოზიცია.

უფრო ადრე მათ შორის, ჰონგ-კონგმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობას. ამ ნაბიჯს განიხილავენ ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე პეკინის კომუნისტური ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG