Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი არ ამბობს, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკური ძალები


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ და მოელის თუ არა, რომ პროცესში მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას.

„მე არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს. მე დავნიშნე სპეციალური პირადი წარმომადგენელი [კრისტიან დანიელსონი], იგი მუშაობს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან, რათა ეცადოს მოიძებნოს კრიზისიდან გამოსავალი“, - განაცხადა შარლ მიშელმა 30 მარტს პრესკონფერენციაზე "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტიდან იმყოფება. 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

29 მარტს დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

30 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკების მოსამზადებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების მიზანი იყო მედიაციის ყველაზე რთული პუნქტების შესრულება. 30 მარტს იგი გეგმავს დოკუმენტის გამოქვეყნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG