Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65 + ის, ვინც აიცრა

"მამა აიცრა", "ბებო ვაქცინას არ შეუშინდა","დედამ ვაქცინა გაიკეთა. ერთწლიანი იზოლაცია დასრულდა" - “ფეისბუკზე” ახლობლები 65 წელს გადაცილებული ოჯახის წევრების ფოტოებს აქვეყნებენ.

დღეს, 30 მარტს “ფაიზერის” ვაქცინით კოვიდის საწინააღმდეგო აცრის პროცესი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო. "ასტრაზენეკას" ვაქცინა ხელმისაწვდომი რამდენიმე დღით ადრე გახდა.

ამ გალერეაში ნახავთ 65 წელზე უფროს ადამიანებს, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს და თავისი მაგალითით სხვებსაც იგივეს მოუწოდებენ.

ინგლისის ვაქცინაციის პროგრამის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორივე ვაქცინა, "ასტრაზენეკაცა" და "ფაიზერიც", 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ აჩვენებს 60%-იან ეფექტიანობას.


XS
SM
MD
LG