Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში სარეკორდო ნიშნულზეა COVID-19-ით სიკვდილიანობა, გერმანია ზღუდავს AstraZeneca-ის ვაქცინას


ბრაზილია აცხადებს 30 მარტს COVID-19-ით გარდაცვალების კიდევ 3,780 შემთხვევაზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქვეყანაში მიმდინარე ინფიცირების სასტიკი მესამე ტალღის ფონზე.

ბრაზილიაში ამჟამად მსოფლიოს გარშემო კორონავირუსით დაღუპულთა მონაცემის დაახლოებით მეოთხედი აღირიცხება რეგულარულად. საერთო ჯამში, აშშ-ის შემდეგ, ამ ქვეყანას ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და ის 317,646 ადამიანს უტოლდება. P.1-ად წოდებული ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც უფრო ადვილად ვრცელდება და რომელსაც პირველად ბრაზილიაში მიაგნეს, ინფიცირების ტალღას პანდემიის უწინდელ პერიოდებთან შედარებით უფრო მძიმეს ხდის. ინფიცირების მატების გამო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

გერმანიაში ისედაც პრობლემურ იმუნიზაციის კამპანიას კიდევ ერთი წინაღობა შეექმნა. 31 მარტიდან გერმანია შეზღუდავს AstraZeneca-ის ვაქცინის გამოყენებას 60 წელზე ნაკლები ასაკის მოსახლეობაში და სხვა სუსტ პოზიციებზე მყოფ ჯგუფებში. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც გერმანიის ვაქცინების კომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღირიცხება "იშვიათი, მაგრამ ძალიან მძიმე" ცნობები თრომბის შესახებ. ახალი წესებით, 60 წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქეები პრეპარატით აცრას შეძლებენ მხოლოდ "ექიმების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური სარისკო ფაქტორების და დეტალური ახსნა-განმარტების მიღების შემდეგ".

მიმდინარე თვეში გერმანიასთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეწყვიტა ამ ვაქცინის გამოყენება თრომბის წარმოქმნის შესახებ შეშფოთების გამო, თუმცა მას შემდეგ მათ პრეპარატის მოხმარება აღადგინეს, რადგან ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა უწყებამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG