Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ჯაშუშობის საქმეზე დააკავეს გემის იტალიელი კაპიტანი და რუსეთის სამხედრო უწყებების წარმომადგენელი


იტალიის პოლიციამ 31 მარტს განაცხადა, რომ ჯაშუშობის შესახებ ეჭვის საფუძველზე დააკავა იტალიის საზღვაო ძალებს კაპიტანი და რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელი.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით თქვა, რომ ამ საქმის გარშემო რუსეთის ელჩი, სერგეი რაზოვი გამოიძახა.

"კარაბინიერები ჩაერიენ ორ პირს შორის მიმდინარე საიდუმლო შეხვედრაში და ისინი დაუყოვნებლივ დააკავეს მას შემდეგ, რაც იტალიელმა ოფიცერმა [მეორე პირს] თანხის სანაცვლოდ დოკუმენტი გადასცა" - აცხადებს პოლიცია 31 მარტს.

რუსეთის წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

პოლიციის ცნობით, სამხედრო გემის იტალიელ კაპიტანს და რომში რუსეთის საელჩოში აკრედიტირებულ პირს შორის შეხვედრა წინა დღეს, გვიან საღამოს შედგა. ორივე მათგანი ეჭვმიტანილია "ჯაშუშობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ დანაშაულებში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლიციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იტალიელი პირი დააპატიმრეს, ხოლო "უცხოეთის მოქალაქის პოზიცია კვლავ განხილვის პროცესშია, მისი დიპლომატიური სტატუსის გათვალისწინებით".

ბოლო წლებში რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის მოხდა ჯაშუშობასთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალი, იმ ფონზე, როცა ურთიერთობა ისედაც დაძაბულია მოსკოვსა და დასავლეთს შორის.

XS
SM
MD
LG