Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე ხალხი შეიკრიბა


დილიდან ხალხია შეკრებილი მთაწმინდის პანთეონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავზე. 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს მის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. გაიმართა სახელდახელო მიტინგიც, რომელსაც ორმოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა. ყვავილებით შეამკეს მერაბ კოსტავას საფლავიც.

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე მთაწმინდაზე ხალხი შეიკრიბა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

მოგვიანებით პრეზიდენტის საფლავზე პარლამენტის წინ გაშლილი კარვებიდან ოცდაათამდე სამოქალაქო აქტივისტი ამოვიდა, რასაც ზვიად გამსახურდიას მომხრეების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აქტივისტებმა პანთეონი დატოვეს.

„მოვედით, რათა პატივი მიგვეგო საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი ადამიანის სულისთვის. ზვიად გამსახურდიას სისხლმა და ბრძოლამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს... მის საფლავზე ვდებთ პირობას, რომ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ ეს ის ადგილი არ არის, სადაც დებატები უნდა გავმართოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

აქტივისტები მთაწმინდის პანთეონში ავიდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერი, დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მოგვიანებთ კი პრეზიდენტი. სამხედრო დაპირისპირების შედეგად ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG