Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 712 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 499 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 264 თბილისში

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 1.74%;

ბოლო 7 დღის - 1.64%;

ბოლო 14 დღის - 1.75 %.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 437-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით აცრილია 7832 ადამიანი

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 282 260 შემთხვევა. მათგან 273 604 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3785 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG