Accessibility links

site logo site logo

ათას ხუთასი ექიმი ნავალნისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას მოითხოვს


ათას ხუთასამდე ექიმმა მოაწერა ხელი რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის და „ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის“ მიწერილ წერილს, რომელშიც გამოთქმულია მოთხოვნა, გაეწ)იოს სამედიცინო მომსახურეობა საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომლსაც ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს. გამოცემა The Insider-ის თანახმად, ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება.

„იტანჯება ადამიანი, რომელმაც საკმარისი ჯოჯოხეთი გამოიარა. მოდით, შევუშვათ მასთან ექიმი, რომლის გვარი დაასახელა, ექიმი ბარინინი, შევიდეს მასთან“, განაცხადა ნავალნის მხარდაჭერის ღია წერილის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მხატვარმა და ექიმმა-ფსიქიატრმა, ანდრეი ბილჟომ.

ექიტმმა ანდრეი ვოლნამ განაცხადა, რომ მიმართვა ეფუძნება არა პოლიტიკურ მრწამსს, არამედ ადამიანის მიმართ საექიმო მოპყრობას. მან დასძინა, რომ „ჩვენს პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრობლემა კარგა ხანია მომწიფდა“. ანდრეი ვოლნამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადრე განაცხადა, რომ ეშინია, ალექსეი ნავალნიმ სერგეი მაგინტსკის ბედი შეიძლება გაიზიაროს.

31 მარტს ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს იხდის ვლადიმირის ოლქში, ქალაქ პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიაში, შიმშილობა გამოაცხადა. ის მოითხოვს „აღასრულონ კანონი“ და მასთან დაუშვან „მიწვეული ექიმი“. ნავალნის განცხადება, რომელიც მან თავის ადვოკატებს გადასცა, პოლიტიკოსის ინსტაგრამის გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც, დავკარგე მგრძნობელობა.“ - ნათქვამია ნავალნის პოსტში.

კოლონიაში ბრძოლის სხვა მეთოდები გარდა შიმშილობისა, არ არსებობს, აცხადებს ნავალნი.

რეგიონის სასჯელაღსრულების სამსახურის თანახმად, ნავალნი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას. ვლადიმირის ოლქის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიამ, რომელიც სასჯელაღსრულების ობიექტებზე ადამიანის უფლებებს იცავს, გამოაცხადა, რომ ნავალნი სიმულაციას მიმართავს.

ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პოლიტიკური ოპონენტის უფლებების პატივისცემისკენ და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ მოწოდების მიმართეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ენგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG