Accessibility links

site logo site logo

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის სასარგებლოდ, რომელიც იბრძოდა თავისი მობილური ტელეფონის მონაცემების ხელისუფლებისთვის გადაცემის წინააღმდეგ, რაც, სასამართლოვ აზრით, არის თავისუფალი პრესის და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დაცვა დემოკრატიულ საზოგადოებებში.

ნატალია სედლეცკა საგამოძიებო სატელევიზიო პროგრამის, „სქემების“ წამყვანია. ის სამი წელიწადია თავისი ტელეფონის მონაცემთან დასაცავად იბრძვის უკრაინის პროკურატურასთან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს გაჟონვის საქმეს იძიებს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მეათე პარაგრაფის თანახმად, სედლეცკა დაცული უნდა იყოს მონაცემთა მოძიებისგან და ხაზი გაუსვა მოქმედი თავისუფალი პრესისთვის წყაროების დაცვის მნიშვნელობას. „სასამართლო დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს შიგნით მოქმედი სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა მონაცემთა წვდომაზე საზოგადოებრივი ინტერესის უპირატესობის მოთხოვნით შეიძლება იქნეს გამართლებული და დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭირო“, წარია დასკვნაში.

ევროპის სასამართლოს სედლეცკამ მიმართა მას მერე, რაც 2018 წელს უკრაინის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას შეუზღუდავი წვდომა უნდა ჰქონოდა ჟურნალისტის მობილური ტელეფონის 17 თვის მონაცემებზე.

„სქემებმა“ ამ პერიოდში გავრცელა რეპორტაჟები რამდენიმე გამოძიების შესახებ, როცა საქმე ეხებოდა უკრაინის მაღალი რანგის მოხელეებს, მათ შორის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG