Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: ელენე ხოშტარია საიდან იგებს?!. ეს არის აგენტურა...


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ქვეყანაში ჩამოსვლას ისეთი პირები პოლიტიკოსები აპროტესტებდნენ, რომელსაც "ბევრად უფრო მძიმე" განცხადება აქვთ გაკეთებული. ასე გამოეხმაურა ის საქართველოში პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროტესტს.

"ვინ არის ელენე ხოშტარია?! რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი... საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს?! ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად", - თქვა კობახიძემ.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG