Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა ჟურნალისტთან ინცინდენტის გამო


აკოფ არშაკიანი
აკოფ არშაკიანი

აკოფ არშაკიანმა, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკის მინისტრმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული ერთ-ერთ ჟურნალისტთან კონფლიქტის გამო.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 18 მარტს ერევნის ერთ-ერთ კაფეში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მინისტრმა არშაკიანმა ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა საიტ Irakanum.am-ს რედაქტორ, პაიკალ ფარხადიანს.
ამ ინცინდენტის შემდეგ ჟურნალისტთა ორგანიზაციებმა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს. აკოფ არშაკიანი საჯარო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის.

პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკის მინისტრმა ფეისბუკით 31 მარტს გაავრცელა.

„როგორც მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკას წარმოვადგენ საერთაშორისო არენაზე, მე ვალდებული ვარ საზოგადოებას ვემსახურო სამაგალითოდ. ჩემი გადადგომით მე ვუცხადებ პროტესტს ძალადობას, როგორც ფსიქოლოგიურს, ისე ფიზიკურს. ვიმედოვნებ, რომ მომხდარი ჩვენი საზოგადოებისათვის გამოდგება გაკვეთილად, და ჩვენ ცოტა უფრო მეტად გვეყვარება და დავაფასებთ თითოელი ადამიანის უფლებას ხელშეუხებელი, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“, - აღნიშნა გადადგომის შესახებ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

მის ამ გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება. მან აღნიშნა, რომ ამას აკეთებს „არა იმისთვის, რომ წავიდეს, არამედ რათა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“. კანონმდებლობის თანახმად, ის კენჭისყრამდე განაგრძობს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ივნისში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG