Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაზონი სოსანა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონასტრიდან გარიცხა


მონაზონი სოსანა
მონაზონი სოსანა

ჭყონდიდის ეპარქიის ცნობით, მიტროპოლიტმა სტეფანეს ბრძანებით, სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს. ისინი სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს მონასტრული წეს-განგების უხეშ და დემონსტრაციულ დარღვევებს.

მიტროპოლიტის ბრძანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მონაზონი სოსანა დაუკავშირდა მედიას და თქვა, რომ თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერში შესვლის საშუალება არ მისცეს. მონაზონი ამბობს, წასასვლელი არსად აქვს.

„მე დილით ვთხოვე მონასტრის ახალ, სტუმარ წინამძღვარს, რომ მივდიოდი თბილისში. ვუთხარი, რომ დავბრუნდები კომენდანტის საათამდე და ჭიშკარი არ ჩამიკეტო, რაზეც ის დამთანხმდა და მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა ჩემი მოსვლა მონასტერში. როდესაც მოვედი, 9 საათს 10 წუთი აკლდა, დავრეკე და მითხრეს, რომ მეუფე სტეფანეს კურთხევა არის, რომ მონასტერში არ შემოგიშვან", - თქვა „TV პირველთან" საუბარში მონაზონმა სოსანამ და დაამატა - „მე მეტი წასავლელი არ მაქვს. ეს არის ჩემი სახლი. ის ჩვენი მონასტრის მორჩილების, დედების ხელით არის შექმნილი. სად უნდა წავიდე?! ამ წვიმაში ძაღლს არ გააგდებს ადამიანი".

მიტროპოლიტმა სტეფანემ 29 მარტს მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პოზიციიდან გადააყენა.

ათ წელიწადზე მეტია, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობს, მარტვილის მონასტრის წინამძღოლად კი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისი წინამორბედმა, თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად დატოვა.

გადაყენებამდე მიტროპოლიტმა ამ სიტყვებით მიმართა მონაზონ სოსანას: „შენ ვინ ხარ?! დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ?!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG