Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პოზნერი ოკუპირებულ ცხინვალშიც დაპატიჟეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეპატიჟება რუს ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერს.

ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივნის, დინა გასიევას განცხადებას, რომ „არ სურთ თბილისში მომხდარი სკანდალი ნეგატიურად აისახოს მთლიანად კავკასიის სტუმართმოყვარეობაზე და სამხრეთ ოსეთი ვლადიმირ პოზნერს სიხარულით ეპატიჟება“.

გასიევას თანახმად, „სამხრეთ ოსეთში“ არ გაკვირვებიათ თბილისში მომხდარი უმსგავსობა. „მსოფლიოში რეკლამირებულმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ დიდი ხანია აჩვენა ნამდვილი სახე - საქართველოში ტურისტები საფრთხეში პირველად არ ჩავარდნილან და ეს პირველ ყოვლისა, რუსეთიდან ჩასულებს ეხება“, - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი.

მანამდე, ვლადიმირ პოზნერი აფხაზეთში მიიწვია დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG