Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსზე აცრილია თითქმის ასი მილიონი ადამიანი


აშშ აცრილი ადამიანების რაოდენობის ასმილიონიან ნიშნულს უახლოვდება. ამის ფონზე ისმის გაფრთხილება ინფექციის შემთხვევების რაოდენობის ზრდის შესახებ, რასაც ვირუსის მუტირებული ვარიანტები იწვევს, და ეკონომიკის განახლების თაობაზე.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, 1 აპრილისთვის სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 99,6 მილიონი ადამიანი, რაც აშშ-ის მოსახლეობის 30 პროცენტს უდრის.

56-მა მილიონმა ადამიანმა დაასრულა ვაქცინაცია. როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ფიცი დადო 20 იანვარს, განაცხადა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველ ას დღეში ის ვაქცინის ას მილიონ დოზას უზრუნველყოფდა. ახალი მიზანია 200 მილიონი ადამიანის აცრა.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა, BioNTech-მა, გამოაქვეყნეს განახლებული შედეგები თავიანთი ვაქცინის ეფექტიანობის ხანგძლივობის შესახებ. ეს კომპანიები იტყობინებიან, რომ მათი ვაქცინის ეფექტიანობა 91%-ია სიმპტომატური დაავადების შემთხვევაში და უკეთ დამცავი დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების მხრივ ორდოზიანი აცრის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG