Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის რაიონის 3 სოფელში 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდგინდა


კასპის რაიონის სამ სოფელში, იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, სოფლებში დაახლოებით 1500 პირი ცხოვრობს და ინფიცირების შემთხვევების ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

"ამ დაავადებულ პირთაგან საკმაოდ ბევრი არის ეკლესიის მრევლი, მსახურები. ამ მრევლში შედიან პედაგოგები, მოსწავლეები, კულტურის სახლის თანამშრომლები და ა.შ. მძიმე შემთხვევები არ არის და აქედან გამომდინარე, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ბინაზე მკურნალობის რეჟიმზე", - უთხრა ბაიდოშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, ინფიცირებულები 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გამოვლინდნენ და სწორედ მათი რეკომენდაციით მოეწყო ამ სოფლების შესასვლელებში კორონავირუსის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG