Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებს ხუთი პირი ემსხვერპლა, დაჭრილია 7 მშვიდობიანი მოქალაქე 


ავღgნეთის ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, გზისპირა ბომბებმა, სულ მცირე, ხუთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ შვიდი ადამიანი დაჭრა 2 აპრილს.

ომერ ზუაქმა, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივანმა, განაცხადა, რომ ის ხუთი მოკლული ადამიანი მანქანით მიდიოდა ლაშქარგაჰის - პროვინციის დედაქალაქის მახლობლად. მან დასძინა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

სხვა გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად, დასავლეთ ჰერათის პროვინციაში, მიკროავტობუსით მიმავალი შვიდი ქალი დაიჭრა, განაცხადა პროვინციის გუბერნატორის ოფისმა.

არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია ამ პასუხისმგებლობა. ამასობაში, 1 აპრილის საღამოს განცხადებაში, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ისლამურმა სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა აიღო იმავე დღეს, უფრო ადრე, პოლიციელი ქალის მკვლელობაზე აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მკვლელობების ტალღა მიმართული იყო სახელმწიფო მოხელეების, აკადემიური მუშაკების, სამართალდამცავების, ჟურნალისტების და პროფესიონალი ქალების მიმართ, ყატარში, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე.

ავღანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ადანაშაულებენ თალიბანს, რომელიც თავის ბევრ შემთხვევაში უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG