Accessibility links

site logo site logo

კოსოვოს ოპოზიცია პრემიერს ადანაშაულებს მოულოდნელი კანონპროექტით არასტაბილურობის გამოწვევაში


კოსოვოს პარლამენტი

პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოულოდნელი კანონპროექტი წარმოადგინა, ოპოზიციამ კოსოვოში არასტაბილურობის გამოწვევის მცდელობასა და ვადამდელი არჩევნების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კურტის პარტია, სახელწოდებით „თვითგამორკვევა“, 2 აპრილს გამოვიდა წინადადებით, დაეჩქარებინათ პარლამენტის მეშვეობით მიღება კანონისა, რომელიც საშუალებას მისცემდა საზღვარგარეთ მცხოვრებ კოსოვოელებს, ხმა მიეცათ საელჩოებში, რაც პოტენციურად გააძლიერებდა მის ძალაუფლებას მომავალ არჩევნებში.

კანონპროექტმა გააოგნა და გააბრაზა ოპოზიციონერი კანონმდებლები, რომლებიც მოელოდნენ, რომ ახალ პრეზიდენტს მისცემდნენ ხმას.

მათ მხოლოდ 4 ხმით დაამარცხეს დაჩქარებული წესით კანონის მიღების წინადადება, მაგრამ პრეზიდენტისთვის ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.

თუ პარლამენტი 5 აპრილამდე არ აირჩევს პრეზიდენტს, ავტომატურად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რაც კურტის პოტენციურად მისცემს საშუალებას, გაზარდოს თავისი გავლენა მთავრობაზე.

ხმის მიცემის გაადვილება საზღვარგარეთ მცხოვრები კოსოვოელებისთვის მომგებიანი იქნებოდა „თვითგამორკვევისთვის", რომელსაც თებერვლის არჩევნებში, დიასპორის ხმების 75 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

საზღვარგარეთ მცხოვრებ კოსოვოელებს ახლა მხოლოდ ფოსტით შეუძლიათ ხმის მიცემა, თუმცა უკანასკნელი არჩევნების პროცესში იყო გარკვეული გართულებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG