Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებული


რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც ბრალდებულია ცივი იარაღით, ქალაქის საკრებულოს წევრის დაჭრაში.

შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ტ. დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. მსგავსი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს - 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ცნობილია, რომ დაჭრილი გ.მ. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მღებრიშვილია. მას საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

„დაჭრა უბნელებს შორის კამათს მოჰყვა", - უთხრა 4 აპრილს, რუსთავში, რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალექსანდრე ბერიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG