Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილიას“ აქტივისტებზე პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან აქტივისტების მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, 3 აპრილს, გვიან ღამით, აჭარის პოლიცია მათი ბათუმის რეგიონული ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ამ დროს, ისევე როგორც პარლამენტის წინ, „სირცხვილიას“ აქტივისტები ბათუმში დაუმორჩილებლობის აქციას მართავდნენ და კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG