Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მანდატებს არც მეორე მიმართვის შემთხვევაში გაუუქმებენ


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ხელახალი მოთხოვნის შემთხვევაშიც, მმართველი პარტია მას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარს ეტყვის.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი ცნობილია. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ, მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ. ასეთია დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, 3 აპრილს ოპოზიციის მორიგ შეკრებაზე ამ საკითხზეც იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მისი თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ორი მიმართულებით - ხელახლა დაწერონ განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე ან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც მათ მსგავს მოთხოვნაზე ერთხელ უკვე უარი უთხრა.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ დრომდე მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მიაჩნია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგად ოპოზიციამ 60 მანდატი მოიპოვა, მათგან პარლამენტში შევიდა 6 დეპუტატი ("მოქალაქეები" - 2; "პატრიოტთა ალიანსის" სიით - 4). პარლამენტში შესვლას განიხილავს "გირჩის" სამი დეპუტატიც. დანარჩენმა 51-მა დეპუტატმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მათი ეს სურვილი არ დააკმაყოფილა. საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვალს განიხილებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG