Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ადრეა იმაზე საუბარი, ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულისთვის. მან "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ ჩაკეტვის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში ლოკალურად ხდება ჩაკეტვა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

"ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები", - განაცხადა ტიკარაძემ.

შარშან მთავრობამ კანონის დონეზე აუკრძალა აღდგომის დღესასწაულზე მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა. ამისთვის 3000-ლარიანი ჯარიმა დააწესა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 9211 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 228 შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 284 061 შემთხვევა. მათგან 275 024 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3822 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG