Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი აცხადებს, რომ ციხის მისი განყოფილებიდან მესამე ტუსაღი მოხვდა საავადმყოფოში, ტუბერკულოზზე ეჭვით


პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის ციხეში მოხვდა, ციხის მისი განყოფილებიდან მესამე პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ტუბერკულოზზე ეჭვით.

როგორც ნავალნი 5 აპრილს ინსტაგრამით წერს, საპატიმროს ექიმები მისი გასინჯვის შემდეგ ამბობენ, რომ მას აქვს "ძლიერი ხველა" და 38,1 გრადუსი ტემპერატურა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი ამჟამად სასჯელს იხდის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული მოსკოვს და რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სატუსაღოდ იცნობენ.

ნავალნი ამბობს, რომ ციხის მისი განყოფილება მოიცავს 15 ადამიანს, რომელთაგან სამი საავადმყოფოშია ტუბერკულოზზე ეჭვით.

ნავალნი ასევე წერს, რომ პატიმრებს არ აქვთ სათანადო კვება და მათ თიხის მსგავს ბურღულეულს და გაყინული კარტოფილს აჭმევენ.

ნავალნი ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. არასათანადო კვება და წონაში კლება ძირს უთხრის იმუნიტეტის შესაძლებლობას ებრძოლოს ტუბერკულოზს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG