Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: თუ ამგვარი მატება გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვებს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ამაზე მიუთითებს დადებითობის მაჩვენებელი.

"თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს მოსახლეობა წესებს", - თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუ გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს, ჩარევა გახდება საჭირო.

"ნებისმიერი მატება და ესკალაცია ეპიდემიური სურათის, არის ახალი ტალღის წინა პერიოდი", - დასძინა მან.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 592 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 897 შემთხვევა. ეს 26 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3,65%;
  • ბოლო 7 დღის - 2,32%;
  • ბოლო 14 დღის - 1,94 %.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG