Accessibility links

site logo site logo

ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვით სამი ადამიანი მოიწამლა 


ქალაქი ახალციხე

სამი ადამიანი მოიწამლა ბუნებრივი აირის გაჟონვით ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის მაია ქიტიაშვილის ცნობით, სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, მათთან ორი პაციენტის - ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯერ ადგილზე დაჭირდა, მოგვიანებით კი კლინიკაში გადაიყვანეს.

კომპანია „ინტერგაზში" ამბობენ, რომ გაზის გაჟონვის შემთხვევის შესახებ იციან, რის გამოც ადგილზე მათი სპეციალისტები მუშაობენ. ახალციხეში მოსახლეობა ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა 6 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე შეაწუხა, ამიტომ ბავშვები სახლიდან ეზოში გაიყვანეს.

კომპანია „ინტერგაზში“ ამბობენ, რომ ბუნებრივ აირს სუნის მიმცემი - ოდორანტი დაუმატეს. „დამატებით ოდორანტი გაუშვეს, ცოტა მეტი მოუვიდათ. ყოველდღიურად უმატებენ, რომ სუნი მისცეს. ჩასუნთქვა საშიშია, მაგრამ მალე გაიწმინდება სუნი, ნახევარ საათში აღარ იქნება“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვასილ აბულაძემ.

ნივთიერება ოდორანტი (ეთილმერკაპტანი) ბუნებრივ აირს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მისი მიზანი ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG