Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის კიდევ 687 შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 713 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 687 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 351 თბილისში.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.48%;

ბოლო 7 დღის - 2.42%;

ბოლო 14 დღის - 1.98 %.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 327-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის აცრილია 14 207 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3840 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;

6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;

7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG