Accessibility links

site logo site logo

ნაღმის აფეთქებამ დააზიანა ირანული საზღვაო ხომალდი


6 აპრილს ირანული სატვირთო გემი Iran Saviz-ი დააზიანა ნაღმის აფეთქებამ, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აპრილს „თავდასხმა“ უწოდა. გემს, რომელიც ირანის ისლამური რევეოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) კუთვნილება გახლავთ, ინცინდენტის დროს წითელ ზღავში, იემენის სანაპიროსთან ჰქონდა ღუზა ჩაშვებული. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნაღმი MV Saviz-ს კორპუსზე იყო მიკრული.

აფეთქებას მსხვერპლი არ მჰყოლია. ირანის საგარეო საქმე საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება.

აფეთქების ფონია თებერვლის თვიდან გახშირებული თავდახმები ირანისა და ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემებზე, რაშიც ორი მოწინააღმდგე მხარე ერთმანეთს ადანაშულებს.
გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ამჯერადაც ირანის ისლამური რევეოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებული სოციალური ანგარიშებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ MV Saviz-ის დანაღმვა და აფეთქება ისრაელმა განახორციელა. მაგრამ ისრაელის ხელისუფლებაში გაზეთს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG