Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციისთვის მზადება იწყება


ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციისთვის მზადება იწყება. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ შევადგენთ სიებს, იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში არსებობს. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და, შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, აცრა შეუძლიათ 55 წელს გადაცილებულ პირებს ან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. 4 აპრილის მონაცემებით, აცრილია 14 207 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG